გიორგი გახარია ვალდებულია დარჩეს თავის პოზიციაზე და უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა
28 ივნისი 2019
მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას არ აქვს არავითარი კავშირი პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან. ეს პასუხისმგებლობა დადგებოდა მაშინ თუ კი ის ვერ აღკვეთდა გადატრიალებისა და პარლამენტის მასობრივი შტურმით აღების მცდელობას, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ.
„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, მისი პასუხისმგებლობა არ დგას და ვერ დადგება, ის ვალდებულია დარჩეს იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც არის, უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა და იმ პოლიციელების დაცვა, რომლებიც პირნათლად, უდიდესი თმენითა და სტანდარტით ასრულებდნენ თავის მოვალეობას. მან ხელი უნდა შეუწყოს იმ გამოძიების ეფექტურად წარმართვას, რომელიც შეეხება ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.